რუსთაველის თეატრში შვიდი ნოემბრის მოვლენების გასაშუქებლად მისული „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ გოგა ხაინდრავას მხრიდან. ხაინდრავამ სამაუწყებლო აპარატურა დააზიანა და ანა წერეთელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
სამართალდამცველებს არც სხვისი კერძო საკუთრების დაზიანების და არც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.