17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ატოცის მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები ახალი მავთულხლართების მიღმა აღმოჩნა-რუსი ოკუპანტები ადგილზე ბოძებს და რკინის ღობეს ამონტაჟებენ

მცოცავი ანექსია და უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცში - ოკუპანტების ახალი მავთულხლართების მიღმა 30 ჰა. მიწა უკვე აღმოჩნდა. მათ შორის არის ადგილობრივი მცხოვრებლების სახნავ-სათესი მიწები.

ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ. სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები გუშინ დაიწყეს და დღეს განაახლეს.

„ჩვენ მინდვრებზე ვეღარ გადავდივართ. გადავალთ დაგვიჭერენ. 20 ათასიაო გადასახდელი იმათი ფული, გამოდის 800 ლარი და 800 ლარი რომ მქონდეს იქ რაღაზე გადავალ. ვერ ნაკვეთს ვამუშავებ, ვერც ვერაფერს. იქით შეღობილი ჰქონდათ და მივდიოდით იქამდე და ახლა აქეთ, აქეთ იწევენ და აქაც რომ შეგვიღობონ ვეღარ გავალთ,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პირადად გაეცნო სოფელში შექმნილ ვითარებას და განაცხადა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს პროცესის შესაჩერებლად.

ციხელაშვილის განცხადებით, ახალი მავთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები. მისის შეფასებით ის რასაც დღეს ოკუპანტები აკეთებენ, ეს არის სამხედრო გეტო, რომლითაც ისინი დაცლილ ცხინვალს იზოლაციაში აქცევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები