17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"ამ კომუნიკაციებს არავითარი სამხედრო ღირებულება არ გააჩნია"-დავით რაქვიაშვილი ატოცში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ამ მავთულხლართებს არავითარი სამხედრო ღირებულება არ გააჩნია - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ატოცში მიმდინარე პროცესებს. დავით რაქვიაშვილის განცხადებით ის, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს ახალი მავთულხლართების დამონტაჟება, არის ბოროტება და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ადგილობრივებმა ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ შეძლონ.

„ჩვენ ვხედავთ აგრესორის სახეს, რომელიც ევროპულ ქვეყანაში ემტერება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არამედ ემტერება ადგილობრივებს და მთელი ამ კომუნიკაციებით რომელთაც ბუნებრივია არავითარი სამხედრო ღირებულება არ გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ იმას ახერხებს რომ ადგილობრივები ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ შეძლებენ. ეს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის ბოროტებაა, ვიდრე ერთი შეხედვით  შეიძლება ჩანდეს. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გაცილებით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ ქმედებებს. ბუნებრივია, საქართველოს არც ხელისუფლება, არც სახელმწიფო და არც მოსახლეობა ამას არ შეეგუება,“-განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ. სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 

დღის ამბები