17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ეს სრულიად მიუღებელია" - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესს ეხმაურება 

ატოცში, რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აკვირდება. კარლ ჰარცელის განცხადებით, ადგილზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც შეაფასებს სიტუაციას.  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, საქმე ეხება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაწევის შემთხვევებს, რაც მიუღებელია. 

კარლ ჰარცელმა ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

„ამბის შესახებ რა თქმა უნდა შევიტყვე. ჩვენ გვყავს ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ შეაფასოს სიტუაცია. ზოგადად კი თქვენ იცით, რომ ჩვენ 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როდესაც საქმე ეხება ბანერების გადაწევის შემთხვევებს და, ეს ადრეც შეგვინიშნავს, ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელია და ვაგრძელებთ ვიყოთ ყურადღებით. ასე რომ, ამ საკითხზე ჩვენი პრინციპი ძალიან ნათელია,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ. სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები