„ეს არის დღე როდესაც „ნაციონალური მოძრაობა თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე“ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე 11 წლის წინანდელ მოვლენებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის, რომელიც დაგვირგვინდა 2012 წელს.
„ეს არის ის სახე რომლითაც დღემდე მოდის სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა. მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა. სახე, რომელიც აჩვენა "ნაცმოძრაობამ" 11 წლის წინ არის დღესაც აქტუალური და დღესაც ეს სახე არის სასტიკი და დღესაც ეს სახე არის აბსოლუტურად მახინჯი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.