„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ოფისში შეხვედრებს მართვას, თუმცა ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს. ის უკვე ერთი კვირაა მედიასთან არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" შეთანხმდა, რომ ზურაბიშვილი კამერებს მოარიდონ.
შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ქალაქის მერი და პრემიერ-მინისტრი.
"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით მიმდინარეობს მზადება მეორე ტურისთვის. მისივე თქმით დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრებიც.
„ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველა ერთად ვნახავთ თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და რა თქმა უნდა ამის შედეგებს იხილავს თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილეობას, საჯარო შეხვედრებში ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს თამარ ჩუგოშვილიც. მისი თქმით, აქტიური როლი ამ პროცესში აღებული აქვს "ქართულ ოცნებას", თუმცა სალომე ზურაბიშვილის გააგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას ეს როგორც ეს იყო პირველი ტურისთვის.
„ნუ ნერვიულობთ, მონაწილეობს კამპანიაში, გეგმავს, კიდევ უფრო გააქტიურდება. დამშვიდდით. კამპანიაში აქტიური როლი გვაქვს აღებული ჩვენ. ისიც ბუნებრივია გააგრძელებს იმ პროცესებს რა პროცესებიც მიჰყავდა პირველ ტურამდე და გაგრძელდება ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი