ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ბოლქვაძეებისა და გოხიძეების ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
ბოლქვაძეების სახლს, სტიქიამ საყრდენი გამოაცალა, ოთახებში კი კედლები დაიბზარა. არსებობს გეოლოგების დასკვნაც, სადაც წერია რომ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია. გოხიძეების სახლი კი სოფლის სასაფლაოს ესაზღვრება, სტიქიის დროს მიწის მასით ეზოს ნაწილი დაიფარა. ორივე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.
ისინი ამბობენ, რომ ამ დრომდე მათი პრობლემებით შესაბამისი სამსახურებიდან არავინ დაინტერესებულა. ქობულეთის მერიაში ვერ აკონკრეტებენ ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები.