17 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
საგანეგეო შეკრება "ქართული ოცნების" ოფისიში - პარტიის ლიდერები და მერიის მაღალჩინოსნები სპორტსმენებს შეხვედნენ

საგანგებო შეხვედრები "ქართული ოცნების" ოფისში გრძელდება. ამჯერად შეხვედრა მმართველმა გუნდმა სპორტსმენებთან გამართა. შენობა მხარეებმა გვიან ღამით დატოვეს.

რა დავალებები მიიღეს წინასაარჩევნოდ ფეხბურთელებმა და როგორ უნდა დაეხმარონ ისინი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებაში უცნობია. შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა უკომენტაროდ დატოვა ოცნების ოფისი. სპორტსმენების გარდა, საგანგებო შეკრებაზე მივიდნენ მერიის მაღალჩინოსნებიც. კახა კალაძის მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი

როგორც "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, პარტია ახდენს მხარდამჭერების სრულ მობილიზებას.

„შეხვედრები იქნება ძალიან მასშტაბური ხასიათის. შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნების შედეგებზე შესაბამისად აისახება,“-გააცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება სპორტსმენებს, მათმა ნაწილმა უარყო რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს. 

დღის ამბები