17 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ახალი მავთულხლართები ატოცში - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სოფელში 24-საათიან პატრულირებას იწყებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ატოცში 24-საათიან პატრულირებას იწყებენ. გვიან ღამით სამოქალაქო აქტივისტები თბილისიდან საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრნენ. მათი თქმით, ადგილი აქვს რუსეთიდან მორიგ პროვოკაციას, ამიტომ აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან ქვეყნის პირველი პირებიც ჩავიდნენ. დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს ოკუპანტებმა ერთი კილომეტრის მონაკვეთზე ახალ ბარიერები გუშინ გაამაგრეს. მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა უკვე მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 

დღის ამბები