ლარის გაუფასურების ახალი მონაცემები. ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 77 თეთრია. მთავრობისგან განსხვავებით, ბოლო დღეებში ექსპერტების პროგნოზი გამართლდა. ისინი ლარის არათუ გამყარებას, არამედ კიდევ უფრო გაუფასურებას აანონსებდნენ და ასეც მოხდა. ეკონომისტები და ფინანსისტები მთავრობას მოუწოდებენ დროული და ადეკვატური ზომები მიიღონ ლარის გამყარების მიზნით.
„ბოლო რამდენიმე დღის ლარის გაუფასურება სავარაუდოდ მთლიანად განპირობებულია იმ გაურკვეველი სიტუაციით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით,“-განაცადა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გამოსავალი ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი ნიბიჯების გადადგმაა.
„თუ ეროვნული ბანკი შეცვლის დამოკიდებულებას, სასესხო პოლიტიკას ის გადახედავს მაშინ ვითარება მკვეთრად შეიცვლება. გამოიჩენს ამის სურვილს თუ არა, ეს ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს ისინი პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ,“-განაცხადა ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.