საქართველოში პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.
პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა ქვეყანაში მომავალი წლიდან გამოჩნდება.