ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში საუბარია ირლანდიის მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ირლანდია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
რეზოლუციაში საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მკვეთრ გაუარესებაზეც.