საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. ეუთოს წარმომადგენელთან საუბრის დროს ყურადღება არჩევნების მეორე ტურის ობიექტურ გარემოში ჩატარების აუცილებლობას გაესვა ხაზი. მხარეებმა ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ არჩევნების პირველი ტური მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური უფლებები ძირითად შემთხვევაში დაცული იყო.