საქართველო „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის ფარგლებში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრაზე მხარეები ასევე მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას. ვიზიტის ფარგლებში, სერ ალან დანკანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთანაც.