"ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერებთან და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე შეხვედრებს იმერეთში მართავს. "ევროპულმა საქართველომ" მეორე ტურში მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადა და ერთიან, კოორდინირებულ წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობს.