საქართველო „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეხუთე შეხვედრას მასპინძლობს. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობის შორის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
გაკეთდა განცხადებები ატოცში ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დკავშირებითაც. გაერთიანებული სამეფო რუსეთის უკანონო ქმედებას აღიარებს და ევროკავშირს კონკრეტული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის უკანონო ქმედებებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.
„ვისაუბრეთ გუშინ დაწყებულ ე.წ. მავთულხლართების და ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც არის კატეგორიულად მიუღებელი და საერთაშორისო თანამეგობრობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს პოზიციას და კატეგორიულად გმობს იმ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისკენ,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ალან დანკანი სამომავლოდ გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთისთვის საკუთარი სანქციების დაწესებაზეც საუბრობს, მას შემდეგ რაც ამის სამართლებრივი საშუალება მიეცემათ და იმედს იტოვებს, რომ რუსეთის ქმედება ძალიან ხმამაღლა დაიგმობა.
„რუსეთი მუდმივად ავლებს გამყოფ ხაზებს, რაც სრულიად წარმოაჩენს იქ მის უკანონო ყოფნას. ეს მიუღებელია. ჩვენი საქციების რეჟიმი ევროკავშირის კოლექტიური მზადების პროცესშია.რადგაბნ ევროკავშირი დავტოვეთ, შეგვეძლება საკუთარი სანქციების რეჟიმი ავამოქმედოთ მას შემდეგ რაც კანონს მივიღებთ,”- ამბობს დანკანი.
ატოცში დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბარიერი გუშინ გაამაგრეს. ე.წ. საზღვართან საოკუპაციო მოძრაობის წევრები 24-საათიან პატრულირებას იწყებენ. გვიან რამით სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ისინი ადგილზე ქვეყნის პირველი პირების ჩასვლასაც მოითხოვენ.