17 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
"საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც"- იუსტიციის მინისტრი

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მთლიანად მინისტრთა კაბინეტია ჩართული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღს ელოდება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

„საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც და მომავალ დღეებში მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო ატიურად ვიქნები ჩართული. მე მაქვს ამისი უფლება და ყველა მინისტრს, მათ შორის ბატონ გახარიას აქვს სრული უფლება, რომ ის იყოს საარცევნო პროცესში ჩართული,“- ადასტურებს წულუკიანი.

საარჩევნო პროცესში ჩართულობას არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილტა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი უარყოფს. მისი თმით, არჩევნების პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლება ჩართულია, თუმცა არა პოლიტიკური ფორმით.

„აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის წევრიც მე გახლავართ დაკავებულია მიმდინარე პროექტების მართვით. არჩევნების პროცესში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ფორმატით, რითაც უნდა იყოს ჩართული და არა პოლიტიკური ფორმით,“-აცხადებს სერგეენკო.

დღის ამბები