გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰელსინკში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძეს მცირე კომუნიკაცია ჰქონდა პეტრო პოროშენკოსთან. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში.
„აუცილებელი და საჭიროა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი რათა დემოკრატიული მიღწევები გადამწყვეტია ევროპის სახალხო პარტიის ოჯახისთვის და ზოგადად ევროპისთვის. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც,“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.