17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ზურაბიშვილის მტკიცებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო - საპრეზიდენტო კანდიდატი ატოცში ჩავიდა 

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღეა, რუსი ოკუპანტები სოფლის გასწვრივ ერთი კილომეტრის სიგრძეზე ახალ მავთულხლართებს აბამენ.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის საოკუპაციო ზოლთან ჩავიდა იმისთვის, რომ ყველას დაანახოს როგორი პრეზიდენტი იქნება ის.

"აქ ვარ ჩამოსული, რომ ვისაუბრო როგორი პრეზიდენტო ვიქნები. ჩვენ აღვკვეთთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ ეს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება და იმავე დროს რომ ეს არ გადავაქციოთ საზღვრად,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: რჩევა თუ არა იგივე პოზიციაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ეს არასდროს უთქვამს.

„არასოდეს არ მითქვამს ეს. მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქარველოს პრეზიდენტი, რომელიც არ დაკარგავს ტერიტორიებს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ის იზამს ჩავა ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ.

სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური განცხადება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ტვ "პირველის" ეთერში გააკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი ძალა უჭერს, ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა თავად დაბომბა. 

"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები