ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ატოცში, 24 საათიან პატრულირებას განაგრძობენ. ისინი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ და საქართველოს მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ.
დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს ოკუპანტებმა ერთი კილომეტრის მონაკვეთზე ახალ ბარიერები 2 დღის წინ გაამაგრეს.
მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა უკვე მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.