17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
„მამუკა ბახტაძის განცხადება,რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გაუხუთმაგდებათ დახმარება, არის მტკნარი სიცრუე" - თეონა ჭალიძე

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი გუნდს სოციალური მიმართულებით გაცემულ დაპირებებს, სიცრუეს უწოდებს.

მათი თქმით, ეს დაპირებები მხოლოდ მეორე ტურში მოგებას ემსახურება, რეალურად კი სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბიუჯეტი გაწერილიც კი არ აქვთ.

„მამუკა ბახტაძის განცხადება,რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გაუხუთმაგდებათ დახმარება არის მტკნარი სიცრუე. სინამდვილეში, ხელისუფლება აპირებს, რომ ათი ლარით დაეხმაროს ამ ბავშვებს, ხოლო დანარჩენი ოცდაათი ლარი იყოს კვების ვაუჩერის სახით. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით მიგვეღო პასუხები სხვა და სხვა უწყებებისგან, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხები, თუ როგორ მოხდება ამ პროექტის ადმინისტრირება. ჩვენ გვაქვს ვარაუდი და ეჭვი იმისა, რომ ეს კიდევ ერთხელ გახდება დიდი კორუფციული სქემის ნაწილი“- აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა „ ახალი საქართველოს“ წევრი, სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

დღის ამბები