აფეთქება თბილისში - ვაზის უბნის პირველ მიკრო რაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრის გაჩენის შემდეგ, სახლიდან გამოსვლა მოახერხა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ხუთის ნახევარზე ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონეთ, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ, ბინაში ყველაფერი დაიწვა“-განაცხადა ელმირა ჯავახიშვილმა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლმა რამდენიმე ბინაც დააზიანა.