გახშირებული მიწისძვრების გამო, სეისმოლოგიურ ცენტრში, სახიფათო პროგნოზებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ახლად აშენებულმა კორპუსებმა, შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმოლოგიური ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დააწესონ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც კორპუსების სეისმოლოგიურობა მკაცრად გაკონტროლდება.
„თბილისიც სეისმურად აქტიურია. ამიტომ ჩვენი მოვალეობა რა არის, რომ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, გადაწყვეტილების მიმღებებიც და ა.შ, რომ ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ასეთ ტერიტორიაზე როგორიც საქართველოა, სადაც ვცხოვრობთ კავკასიაში, სამშენებლო ინდუსტრია უნდა იყოს განვითარებული, რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი იმისთვის რომ დავიცვათ მოსახლეობა. სერიოზული დარღვევებია კვლევით კომპონენტში. იმიტომ, რომ მშენებლობა მხოლოდ აგურის აგურზე დადება არ არის და არქიტექტურა არ არის. ლამაზი სახელები ძალიან მოგვწონს მაგრამ მთავარია ეს სახლები ფეხზე იდგეს როდესაც მიწისძვრა მოხდება. ამიტომ საინჟინრო კუთხით არის ყურადღება მისაქცევი,“-განაცხადა განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.