17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ?" - ინციდენტი „ქართული ოცნების“ ოფისთან

ინციდენტი „ქართული ოცნების“ ოფისთან - დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა საკრებულოს ერთ-ერთი წვერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების გაღიზიანება მმართველი პარტიის ლიდერის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ყოფილი პრემიერი მათ პრობლემებს არ იცნობს.

„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ? ჩვენ გვინდა შეხვედრა პირადად ივანიშვილთან“- აცხადებენ დაზარალებულები.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი „ქართული ოცნების“ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, რაც დამწვარი ცენტრის დირექტორმა სასამართლოზეც აღიარა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი მათ არ შეხვდება, ისინი თავის დაწვით იმუქრებიან.

„ბატონო ბიძინა, თქვენი და თქვენი გუნდის დაკვეთით და დავალებით, გაიძარცვა და გადაიწვა 11 ათასი კვ.მ-ის ფართობის „ბავშვთა სამყარო“. თქვენს ბიზნესინტერესებს შევეწირეთ, თქვენი ხუთეულის. ვინ შედის ამ ხუთეულში - ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარხცალაძე. ამხელა ფართის გადაწვა და გაქურდვა ვის შეეძლო? ისევ კრიმინალურ ხროვას,“- განაცხადა დაზარალებულმა ჯული ელიავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები