საქართველოში ამერიკის შეერთებული ტატების ელჩის მოვალეობას დღეიდან როსს უილსონი შეასრულებს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოსი დღეს ჩამოვიდა და პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე შესაძლებლობების გაფართოებას ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრეს.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეს შემხვდა. ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ჩვენ საერთო ინტერესებში შედის და გამაცნო საქართველოს გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია,“-განაცხადა როსს უილსონმა.