17 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
5-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მერაბ მორჩაძე თავისუფალია - ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მორჩაძე მირზა სუბელიანის თამაშის მსხვერპლია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლომ 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორჩაძეს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის მოწმეების მოსყიდვის ბრალდებით 8 ივნისს დააკავა, თუმცა მოწმეების მოსყიდვის ფაქტი სასამართლომ ვერ დაადასტურა და მორჩაძე გაათავისუფლა.

სასამართლომ მერაბ მორჩაძე მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილში დამნაშავედ სცნო და ორწლიანი პირობით სასჯელი დააკისრა.

ადვოკატი აცხადებს, რომ 51-ე სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელის მკვლელობის საქმის მოწმეს, მორჩაძემ მხოლოდ რჩევა მისცა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული არ არის.

მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მორჩაძე მთავარი მოწმის კალანდიების ოჯახის ახლობელი მირზა სუბელიანის თამაშის მსხვერპლია და ის უბრალოდ გაწირეს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი სერგო რატინი ამბობს, რომ მერაბ მორჩაძის დაკავების აუცილებლობა თავიდანვე არ არსებობდა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან პირველ დეკემბერს ერთ წელი სრულდება. გამოძიებამ ამ დრომდე მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელი ჰყავს დადგენილი, ხოლო ვინ მოკლა დავით სარალიძე, ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ არსებობს.

დღის ამბები