02 ივლისი 2024,   11:14
ვრცლად
ტრამპი პარიზში I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად პარიზში იმყოფება. ტრამპი საფრანგეთის დედაქალაქში მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

ტრამპი დღეს ელისეს სასახლეში თავის ფრანკ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება, თუმცა, ორმხრივი მოლაპარაკების გამართვამდე ამერიკის ლიდერი ტვიტერის ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის პირველი პირის ინიციატივას ერთიანი ევროპული არმიის შექმნის შესახებ.

დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის იდეას "ძალიან შეურაცხმყოფელი" უწოდა და ევროპას ნატოს მიმართ ფინანსური ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღის ამბები