"ქართული ოცნება აჭარაში არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება," - ამ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე, ავრცელებს.
მისი თქმით, აჭარაში სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შედეგების შეცვლას ცდილობს.
მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ყველა საშტაბო ერთეულში შეცვლილია თავმჯდომარეები. მიმდინარეობს ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
„მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლებო წნეხი, შანტაჟი , მოსყიდვა, გადმობირება, ჩვენს კოორდინატორებთან მისვლა, დალაპარაკება, ფულის შეთავაზება. ადამიანები ჩართეს საშტაბო მუშაობაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალთან, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი მოძიების საკითხები,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.