ცოტნე დადიანის 30 ნომერში არსებულ მიტოვებულ შენობაში 30-მდე დევნილი ოჯახი შეიჭრა.
ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ გამოუყოს თანხები ან ფართი, სადაც შეძლებენ ღამის გათენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის დატოვებას არ აპირებენ. ისინი აქციებით იმუქრებიან.
იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ მათ არანაირი დახმარება ხელისუფლებისგან არ მიუღიათ, დევნილთა ნაწილი კი ქირით ცხოვრობს და გაუსაძლისი პირობების გამო ჩივის.
ადგილზე იყო მისული დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს რიგითობა, რომლის მიხედვითაც, იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.