შეშის ვაუჩერი პოლიტიკური ნიშნით - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ვაუჩერები მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გადასცეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფლის კლუბის დირექტორი, რომელიც ასევე ადგილზე პარტია ქართული ოცნების აქტივისტია, შეშას მხოლოდ მომხრეებს უნაწილებს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით ისტუმრებს.
„ვინც ჩემს გვერდზე დგას, ოცნების ხალხს, იმათ მივცემო, პასპორტები გადაარჩია და დაურიგა მერე ხალხს. თუ ასე ძალაობენ, მაშინ ეს გზაც გაგვიკეთონ ბოლომდე, ბოტებით დავდივართ. ვინც ოცნებას ხმა არ მისცა, ხელები მოსტყდესო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თვალადი მაღალმთიანი სოფელია და ადგილობრივების ნაწილი ორშაბათს მოსალოდნელ თოვლს შეშის გარეშე შეხვდება.
„მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენს 15 კუბს და მათხოვრულად გვიყრის 5 კუბს, რა შეხება აქვს ახალქალაქის სატყეოსთან და რომ ღირს ბარათი, რატომ მიაქვთ 35 ლარი, ის 5 ლარი ვის ჯიბეში ილექება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.