„ეს ტექნიკური საკითხი არის, რომელიც უნდა გაირკვეს,“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან საგამოძიებო კომისიის სხდომის იმ ჩანაწერის წაშლას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომის დეტალებზე საუბრობს და რომელიც ქართული ოცნების მიერ მართულმა მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფეიქ-ნიუსსად გაავრცელა.
ანრი ოხანაშვილის აცხადებს, რომ ის დაელოდება, რა განმარტებებს გააკეთებს პარლამენტის აპარატი.
„არასწორედ ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები. ვნახოთ, დაველოდოთ, კონკრეტულად აპარატი რა განცხადებას გაავრცელებს და შემდგომ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.