17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
არაორდინარული საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან - აქტივისტებმა ოკუპანტებს უკანალი მიუშვირეს

არაორდინარული საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან - ქარელის რაიონის სოფელ ატოცში 200-მდე ადამიანი ჩავიდა, მათ შორის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის  და პოლიტიკური პარტია გირჩის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია შეძახილებითა და საკმაოდ უცნაური მეთოდებით გააპროტესტეს - აქტივისტებმა ოკუპანტებს უკანალი მიუშვირეს.

„მთავარი გზავნილი, იმის გარდა, რომ ოკუპანტებს დავანახოთ შეუგუებლობა, რომ ოკუპაციას არ შევეგუებით, მთავარი გზავნილი მსოფლიოს, რომ მაქსიმალურად დავბრუნდეთ მათ დღის წესრიგში და უფრო აქტიურად განიხილებოდეს საქართველოს საკითხი ამა თუ იმ ადგილებში, სადაც ისინი იკრიბებიან, სხვადასხვა ფორუმებზე,“ - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის რუსეთი ოკუპანტიას აქტივისტმა, ლუკა იმედაშვილმა.

საოკუპაციო ხაზზე დღეს რუსეთის საინჟინრო ბრიგადა აღარ გამოჩენილა, თუმცა, მესაზღვრეები კვლავ პატრულირებენ. ადგილზე მობილიზებული იყო ქართული პოლიციაც.

დღის ამბები