საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა და ჯორჯიან დოქთორსის დირექტორმა ქართველი ექიმების მიზანმიმართული თუ არამიზანმიმართული დევნის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.
ვლადიმერ კუჭავამ და სალომე ლოლუამ ისაუბრეს ექიმების პრობლემებზე და აღნიშნეს, რომ მათი უფლებები არ არის სათანადოდ დაცული.
სალომე ლოლუას განცხადებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პრობლემები საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს, რადგან არსებული ვითარება როგორც ჯანდაცვის სფეროს, ასევე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.