ქართული ოცნება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და საგანგებო კონსულტაციებს განაგრძობს.
პარტიის ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი დღეს დილიდან ისევ შეიკრიბა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრების მიზანია, რომ დანახული იქნას ის ხარვეზები, რამაც პირველ ტურში პარტიისთვის არასასურველი შედეგები დააყენა.
„აბსოლუტურად ზუსტად იქნას დანახული შეცდომების ის არეალი, რომელმაც ჩვენთვის მიუღებელი შედეგი დააფიქსირა და ჩვენი ტაქტიკური ნაბიჯები იყოს არა მხოლოდ განცხადებები განცხადებებისათვის და შეხვედრები შეხვედრებისათვის, არამედ ზუსტად მიტანა იმ მიზეზების, რომლის გაგებასაც თუ შეძლებს საზოგადოება, ძალიან კარგია,“ -განაცხადა რომან კაკულიამ.