რუსთაველის გამზირზე პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია მივიდა. მისი თქმით, ის იქ იმყოფება, როგორ რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტი იმ პროცესების მიმართ, რაც აქციაზე განვითარდა.
„დღეს პოლიტიკური თავისუფლებაც და სოციალური თანასწორობაც ამ ქვეყანაში არის უარყოფილი, ფეხქვეშ გათელილი, რიგი მთავრობების, მთელი რიგი პოლიტიკოსების, მათი ვაი პოლიტიკოსობის შედეგად. ეს არის მომაბეზრებელი. კარვის დადგმის უფლება აქვს ყველას, არამარტო იმიტომ, რომ შვილმკვდარი მამაა და სამართალს ეძებს ერთი წელია, არამედ მაშინაც აქვს ამის უფლება, როდესაც, უბრალოდ, ასე სურს,“ - ასე ეხმაურება გრიგოლ გეგელია.
გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ყველა ხელისუფალს უნდა ეშინოდეს ქართველი ხალხის.