17 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ჩაუტარდათ კვლევები, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - ზაზა სარალიძე, დედასთან ერთად, კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძის და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ და საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი მანანა ბეგაძე მოყვანილია სასწრაფოს მიერ აქციიდან. ამჟამად  პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა მას სათანადო კვლევები  და დაახლოებით, ერთ საათში პაციენტი გაეწერება ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ბატონ ზაზა სარალიძესთან გვქონდა ჰიპერგლიკემიის ეპიზოდი. მისი  მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, მასაც ჩაუტარდა  კვლევები და ისიც რამდენიმე საათში დატოვებს სტაციონარს,“ -განაცხადა ექიმმა მანანა ლობჟანიძემ. 

დღის ამბები