საპატრულო პოლიციის უფროსის შეფასებას, რომ კარვების გაშლის უფლებას რუსთაველის გამზირზე იმ მიზეზით არ აძლევენ აქციის მონაწილეებს, რომ იქ შესაძლოა, მათ უკანონო ნივთები შეიტანონ, მიხეილ ბენიძე ეხმაურება.
სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს უკვე ჩვეული რიტორიკაა.
მისი თქმით, მოქალაქეებს აქვთ კარვების გაშლის უფლება.
„კარვის გაშლა კრიმინალი არ არის და ასევე, როდესაც აქ საუბარია ნაძვის ხის აწყობაზე და საახალწლო ღონისძიების გამართვაზე, სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება, ახალ წელს შევხვდეთ ისე, რომ ერთი წელი გავა ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან, ერთი წელი გავა პანკისის სპეცოპერაციიდან და კითხვებზე საზოგადოებას პასუხის არa აქვს, “ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.