17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
„ეს აქცია უკვე მიიღებს ფართომასშტაბიან სახეს, ამ კარვების აღების უფლებას არ მივცემთ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის ხეობაში გაიგო, სადაც ის შვილის საფლავის მოსანახულებლად ჩავიდა.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, ის იმ წუთშივე წამოვიდა თბილისში, როგორც კი ამ მოვლენების შესახებ გაიგო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კახა კალაძის მითითებას, რომ რუსთაველის გამზირი ახალი წლის ღონისძიებებისთვის გაეთავისუფლებინა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის და ზაზა სარალიძე ცდილობენ, რომ იყვნენ თავშეკავებულები. მისივე თქმით, აქცია არ დაიშლება და კარვების აღების უფლებას აქციის მონაწილეები არ მისცემენ ხელისუფლებას.

„ეს აქცია უკვე მიიღებს ფართომასშტაბიან სახეს. ამ კარვების აღების უფლებას არ მივცემთ,“ -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები