"ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ გავჩერდებით" - ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძის დედამ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, რომელიც კლინიკიდან კვლავ აქციაზე დაბრუნდა.
მარინა ბეგაძე მაშინ დაზარალდა, როდესაც აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიცია მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდნენ.
მარინა ბეგაძე ამბობს, რომ იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და როდესაც მან დაინახა სისხლი გახდა შეუძლოდ.