გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურისთვის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შექმნილ ხელოვნურ პრობლემებზე საუბრობენ.
ემიგრანტები „კურიერს“ დაუკავშირდნენ. მათი თქმით, პრობლემის მიზეზად პროგრამული ხარვეზი დასახელდა, რის გამოც ისინი არჩევნებს ავტომატურად უკვე გამოეთიშნენ.
„ვცხოვრობ გერმანიაში მინდოდა საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომა, მაგრამ რამდენჯერაც ეს იუსტიციის სახლის საშუალებით ვცადე, მეუბნებოდნენ რომ პროგრამას ხარვეზი აქვს, დღეს კი გვითხრეს, რომ გვიანია და ცესკო-ს ვერ გადაეცემა საარჩევნო სიებიო,“-ამბობს ემიგრანტი ვალერი გვარჯალაძე.