02 ივლისი 2024,   10:59
ვრცლად
ამერიკელმა ძალოვანებმა რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე მალკევიჩი დააკავეს

ამერიკელმა ძალოვანებმა რუსი ჟურნალისტი დააკავეს. საუბარია "USA Really"-ს რედაქტორზე და საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, ალექსანდრე მალკევიჩზე, რომელიც შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების გასაშუქებლად იმყოფებოდა. ჟურნალისტი 9 ნოემბერს რუსეთში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონის აეროპორტში ეფ ბი აი-ს აგენტებმა დააკავეს. სპეცსამსახურის წარმომადგენლები მალკევიჩს 19 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ძალოვანებმა მას ოფიციალური შეტყობინება გადასცეს, რომ რედაქციამ "USA Really" შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უცხოურ აგენტად უნდა დაარეგისტრიროს. მომხდარის გამო ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

  

დღის ამბები