02 ივლისი 2024,   11:11
ვრცლად
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. 14 გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა დამწვარი ქალაქის, ფერედაისის მახლობლად ერთ-ერთ ბანაკში აღმოაჩინეს.

კემპინგისთვის მოწყობილი ტურისტული ზონა ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. ტყის ხანძარს კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.

ცეცხლმა ათასობით საცხოვრებელი სახლი და მალიბუში მდებარე ფეშენებელური ვილები გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, 35 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები