02 ივლისი 2024,   10:43
ვრცლად
სტიქია ბრაზილიაში - მაშველებმა ათი გარდაცვლილი იპოვეს

სტიქიას ბრაზილიაში მსხვერპლი მოჰყვა. გადაუღებელი წვიმის შემდეგ რიო დე ჟანეიროს საცხოვრებელ უბანში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად 9 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე კომერციული ობიექტი მიწის საფარის ქვეშ აღმოჩნდა. შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, როცა ხალხს ეძინა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 10 გარდაცვლილის ცხედარი. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან 4 ადგილობრივი დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები