„იმ პოლიციელებს მე არ ვერჩი, ვინც აქ დგანან და ჩვენ გვიცავენ. არიან შემოსულები ზონდერ-ჯგუფები, ზოგი გადაცმულია, ზოგი ფორმით იყო. ისინი აწყობენ დესტაბილიზაციას,“- ასე უპასუხა ზაზა სარალიძის დედამ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მარიამ ბეგაძის თქმით, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეების მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, თუკი დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან, აქციებს შეწყვეტენ.
„არასოდეს არ ყოფილა აქ დესტაბილიზაცია აქციის მონაწილეებისგან, დესტაბილიზაცია თუ ხდებოდა, ხდებოდა ისევ პოლიციელების,“- განაცხადა მარიამ ბეგაძემ.