17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა - ცერემონიალის გამო, სვეტიცხოველი დროებით დაიხურა

"ქართული ოცნების" დიდი ნაწილი ამჟამად მცხეთაში იმყოფება. სვეტიცხოველში ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი - ბერა ივანიშვილი ჯვარს იწერს.

ქორწილის გამო მცხეთაში გზები გადაკეტილია. სვეტიცხოვლში ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს აქვთ, სხვა პირებისთვის ეკლესია დახურულია. ეკლესიაში იმყოფება სიძე მეჯვარეებთან ერთად.

ისინი ეროვნულ ტანსაცმელში, ჩოხებში არიან გამოწყობილი. სავარუდოდ, მეჯვარეებს შორის არის ბერა ივანიშვილის უმცროსი ძმა, ცოტნე ივანიშვილი. ტაძარში პატარძლი, ნანუკა გუდავაძე ცოტა ხნის წინ მივიდა.

დღის ამბები