გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვის საპასუხოდ თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ეხმაურება.
სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში ვიცეპოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი წერს, რომ ოფიცერს აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
"ოფიცერი, მითუმეტეს გენერალი, სანამ სასამართლომ რაიმე სასჯელის ფორმით არ ჩამოართვა წოდება, ყოველთვის რჩება მის ჩინში - აქვს უფლება, გააკეთოს ე.წ. პოლიტიკური განცხადება და გამოთქვას თავისი აზრი არჩევნებზე, გლობალურ დათბობასა თუ გენდერულ თანასწორობაზე, ვინაიდან იგი არაა მოქმედ თანამდებობაზე. ასე რომ პოლიტიკურ პროცესებში თავად ერთვებით ამ განცხადებით!“- აღნიშნულია მიმართვაში.
თავდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ დევი ჭანკოტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია სამხედო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა.
გენერალ დევი ჭანკოტაძის თქმით კი, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.