17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ხანძარი ბაღდათში - ზეკარის ტყეში ღამით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე ცდილობს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე მაშველი ამ დრომდე ცდილობს. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებს ტექნიკა.

ცეცხლი ჩამოცვენილ ფოთოლსა და გამხმარ ბალახს უკიდია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, რის გამოც მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი სოფელ ზეკარის ტყეში ღამით გაჩნდა.

დღის ამბები