ბიძინა ივანიშვილის შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დაიხურა. ეკლესიის ტერიტორიიდან გამოსვლა ცერემონიალის დაწყებამდე მოსთხოვს სვეტიცხოველში მყოფ მრევლს, ტურისტებს და მედიასაც.
იმ კადრებში, რისი გადაღებაც ჟურნალისტებმა შორიდან შეძლეს, ჩანს რომ სვეტიცხოვლის მთავარ შესასვლელთან დაცვაა მობილიზებული. მოგვიანებით გაირკვა,რომ ტაძარში არც ის წყვილები შეუშვეს, ჯვარის დაწერას დღეს რომ აპირებდნენ. მცხეთაში "რუსთავი 2"-თან საუბარი არ სურთ, მაგრამ იმას იხსენებენ, რომ ბოლოს ასეთი მასშტაბური ჯვრისწერა ბაგრატიონების ოჯახის ახსოვთ.
ბერა ივანიშვილის ქორწილისთვის სამი დღით დაიკეტა ბიოლი ჰოლიც, ქორწილის აღნიშვნა სწორედ აქ, კოჯორთან ახლოს მდებარე ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექს გაგრძელდა.
ტერიტორიაზე ამ დრომდე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. "რუსთავი 2"-ისთვის ცნობილი გახდა, რომ რესტორანში ნახევარი მილიონის მხოლოდ ყვავილები მიიტანეს. სტუმრებს შორის იყო თბილისის მერე კახი კალაძეც.
50 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსის ადმინისტრაციამ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადე განცხადება გაავრცელა და სხვა მომხმარებლისთვის 7-დან 13 ნოემბრის ჩათვლით დახურულად გამოაცხადა.
"რუსთავი 2"-ის აეროგადაღების კამერამ მხოლოდ მზადების კადრების გადაღება შეძლო, მოგვიანებით სიგნალი საგანგებოდ ჩაახშეს.
ბერა ივანიშვილის ქორწილი განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში. სვეტიცხოვლის ჯვრისწერის გამო დაკეტვამ უკმაყოფილება გამოიწვია და ბევრისთვის ეს ერთგვარი გზავნილი აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილისგან როგორც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველისგან.
ტაძრის დახურვას დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატიც გამოეხმაურა.
ავტორები: რუსუდან გიორგაძე.