სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. 30-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლს სამი საათის განმავლობაში აქრობდა.
ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო და 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებთან გართულდა ტექნიკის აყვანაც.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დასახლებას საფრთხე არ ემუქრება.