17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ხანძარი ბაღდათში - მაშველებმა სოფელ ზეკარის ტყეში ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს 

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. თუმცა ტყეში ცეცხლის ბოლომდე ჩასაქრობად ამ დრომდე მობილიზებულია ასზე მეტი მეხანძრე-მაშველი. შექმნილია საგანგებო შტაბი.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები